დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ ჯანელიძე - რუსეთმა, უნდა უზრუნველყოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროპის საბჭოს შესაბამისი მექანიზმების დაშვება
ავტორი:
2018/მაისი/18 15:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/janelidze2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493853-mikheil-janelidze-rusethma-unda-uzrunvelyos-okupirebul-regionebshi-evropis-sabtcos-shesabamisi-meqanizmebis-dashveba.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე - რუსეთმა, უნდა უზრუნველყოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროპის საბჭოს შესაბამისი მექანიზმ...", "datePublished": "2018-05-18 11:13:39", "dateModified": "2018-05-18 11:13:39", "description": "რუსეთმა, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, უნდა უზრუნველყოს ოკუპირებულ რეგიონებში ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/janelidze2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რუსეთმა, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, უნდა უზრუნველყოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროპის საბჭოს შესაბამისი მექანიზმების დაშვება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს 128-ე მინისტერიალში მონაწილეობს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები იცავდნენ იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რასაც ეფუძნება ეს ორგანიზაცია.

„მომავალ წელს 70 წელი სრულდება ევროპის საბჭოს დაფუძნებიდან, ამ პერიოდის განმავლობაში წევრმა ქვეყნებმა ძალიან დიდი სარგებელი მიიღეს ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობით. ეს ორგანიზაცია ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის გაძლიერებას და ეს არის ის პრინციპები, რომელსაც უნდა იცავდეს ყველა წევრი ქვეყანა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ორგანიზაცია ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან წევრი ქვეყნები არღვევენ ვალდებულებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს ამ ორგანიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებს“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაცია განვითარდეს და საქმიანობა გააგრძელოს იმ პრინციპების შესაბამისად, რასაც ის ეფუძნება.

„ყველა სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელსაც იღებს ორგანიზაცია. რუსეთმა უნდა უზრუნველყოს როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ ევროპის საბჭოს შესაბამისი ინსტიტუტების დაშვება რეგიონში, რათა ჩვენ შევძლოთ ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება ადგილზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუმჯობესდეს ამ რეგიონებში“, - განაცხადა მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოსთან მიმართებაში განხორციელებულ ქმედებებს, მათ შორის გენერალური მდივნის ყოველწლიურ მოხსენებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ასევე, მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას, სადაც მკაფიოდ არის დაფიქსირებული რუსეთის ფედერაციის ვალდებულებები ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

მინისტრმა ასევე შეაფასა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის გეგმის შესრულების თავლსაზრისით, რაც უკავშირდება საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რაც მხარდაჭერილია წევრი ქვეყნების მხრიდან და აისახება საქართველოს წარმატებულ საქმიანობაში ევროპის საბჭოში.

მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 440
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია