დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ორი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველო ჩამოიარა და ლაშქარი აკრიფა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/18 16:00:03
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ, უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლის საფუძველს ვერ ხედავს, თუმცა შორეულ პერსპექტივაში, ამას არ გამორიცხავს.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე უსუფაშვილმა "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საუბარი იმის შესახებ, თითქოს უმრავლესობის რიგ დეპუტატებს სხვა გეგმები გააჩნია, მას სმენია, მაგრამ არა თავად მისი კოლეგების მხრიდან.
"შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" ბრძოლაში შეიქმნა. მეტაფორულად რომ ვთქვათ, ორი წლის წინ, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა და ბრძოლა დაიწყო, მან ჩამოიარა საქართველო და ლაშქარი აკრიფა. ლაშქარი, რომელიც კოალიცია "ქართულ ოცნებად" ჩამოყალიბდა, მომზადებული იყო პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისთვის. ამის შემდეგ, როცა პოლიტიკური მტერი და მოწინააღმდეგე დავამარცხეთ, შევხედეთ ერთმანეთს და ვთქვით, რომ ამოცანა შესრულებულია, ახლა ქვეყანა უნდა ვმართოთ და ავაშენოთ. ამიტომ ამ ახალმა ამოცანამ და რეალობამ ყველა გარკვეული სიახლის წინაშე დაგვაყენა. უცბად, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ვიღაც თუ თვლიდა, რომ მაგალითად, დავით უსუფაშვილი ბრძოლაში კარგი და ასატანი იყო, ახლა, ქვეყნის აშენებისას მთლად კარგი და ასატანი არ არის. ამიტომ გამორიცხული არაა, რომ ზოგიერთ პარლამენტის წევრს გარკვეული აზრები გაუჩნდა, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, არანაირი საფუძველი და ნიადაგი არ არსებობს იმისა, რომ ვთქვა - ვიღაც ინდივიდუალურად, ან ჯგუფურად უმრავლესობიდან გასვლას აპირებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოალიცია რამდენიმე პოლიტიკურ გაერთიანებას აერთიანებს  და ამ რეალობის გათვალისწინებით, ზოგადად პერსპექტივაში გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთ დეპუტატს კოალიციიდან გასვლის სურვილი გაუჩნდეს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1309
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია