დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აშშ-ს საელჩო Foreign Policy-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება
ავტორი:
2014/სექტემბერი/24 10:00:03
Foreign Policy-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება. ამერიკული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით , რომლის მიხედვითაც, ქართულმა მხარემ აშშ-ს საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა შესთავაზა, "ინტერპრესნიუსმა" საელჩოს წერილობითი შეკითხვით მიმართა, რაზეც საელჩოსგან შემდეგი პასუხი მიიღო: "ვფიქრობთ, პრემიერ-მინისტრის ოფისი და თავდაცვის სამინისტრო უკეთ გიპასუხებენ, რა წვლილს შეიტანს საქართველო ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ძალისხმევაში.
შეერთებული შტატების პოზიციასთან დაკავშირებით გთხოვთ, გაეცნოთ თავდაცვის მდივან ჰეიგელის განცხადებებს, რომელიც მან თბილისში ყოფნისას გააკეთა. მდივანმა ჰეიგელმა საერთაშორისო ტერორიზმთან აქამდე წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს მადლობა გადაუხადა", - აცხადებენ საქართველოში აშშ-ის საელჩოში.
Foreign Policy-ის ცნობით, საქართველომ აშშ-ს სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. ამასთან დაკავშირებით ამერიკულმა გამოცემამ საკმაოდ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულ ინფორმაციას მას საქართველოს ელჩი აშშ-ში, არჩილ გეგეშიძე უდასტურებს.
"საწვრთნელი ცენტრის გახსნა ჩვენ შევთავაზეთ, თუმცა ეს საკითხი კვლავ განხილვის ქვეშაა", - აცხადებს გეგეშიძე გამოცემასთან საუბარში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი გაკეთდა თავდაცვის სამინისტროშიც. უწყების ინფორმაციით, თუ რა ფორმით მიიღებს საქართველო მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყდება.
დღის ბოლოს Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საქართველომ ამერიკას სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა, თავად აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე გამოეხმაურა და აღნიშნული არ დაადასტურა. გეგეშიძე ვარაუდობს, რომ გამოცემის ჟურნალისტმა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორად გაიგო.
"თუ დადგა ეს საკითხი, ისევე, როგორც სხვა საკითხები, საქართველოს ხელისუფლება ამას მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდება, განიხილავს მის დადებით და უარყოფით მხარეებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ეს პასუხი არანაირად არ ნიშნავს რაიმეზე დასტურს. სამწუხაროა, რომ ჟურნალისტმა, რომელიც ახალგაზრდა კაცი ჩანს, როგორც ჩანს, უცხოურ მედიაშიც კვალიფიკაციის პრობლემა ხანდახან არსებობს, უზუსტობა დაუშვა. მან ციტატის სახით მოიყვანა ჩემი აზრი, რომელიც მე არ გამომიხატავს", - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 911
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია