დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე - აშშ-ის წარმომადგენლები ყოველთვის ძალიან ადეკვატურად უყურებენ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს
ავტორი:
2018/მაისი/15 22:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/mdinaradze_36b64.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493309-mamuka-mdinaradze-ashsh-is-tsarmomadgenlebi-yovelthvis-dzalian-adekvaturad-uyureben-chvens-qveyanashi-ganvitharebul-movlenebs.html", "headline": " მამუკა მდინარაძე - აშშ-ის წარმომადგენლები ყოველთვის ძალიან ადეკვატურად უყურებენ ჩვენს ქვეყანაში გან...", "datePublished": "2018-05-15 18:21:26", "dateModified": "2018-05-15 18:21:26", "description": "ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გამოხატული მზაობა კიდევ უფრო გააძლიერებს განვითარების დინამიკას...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/mdinaradze_36b64.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გამოხატული მზაობა კიდევ უფრო გააძლიერებს განვითარების დინამიკას ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერთან, კრისტი მორდჰორდთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები ყოველთვის ძალიან ადეკვატურად უყურებენ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, დემოკრატიის, სოციალური და ეკონომიკური პროგრესის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებს. ისინი ყოველთვის გამოხატავენ ღია, აშკარა და ქმედით მხარდაჭერას ჩვენს მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა ნარკოპოლიტიკა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები იყო. მან კრისტი მორდჰორდს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა გამოსავლენად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო ხელისუფლების ხედვა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მზად არის პარლამენტის წინაშე წარსდგეს და თემის ირგვლივ არსებულ ყველა კითხვას ამომწურავად გასცეს პასუხი.

“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გამოხატული მზაობა კიდევ უფრო გააძლიერებს განვითარების დინამიკას ჩვენს ქვეყენაში“, - აღნიშნა მდინარაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 459
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია