დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფინეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მღება გაიმართა
ავტორი:
2018/მაისი/10 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/fineti.gif { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/492401-finethshi-saqarthvelos-pirveli-demokratiuli-respublikis-sheqmnis-100-tslisthavisadmi-midzghvnili-mgheba-gaimartha.html", "headline": "ფინეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მღება გაიმა...", "datePublished": "2018-05-10 14:19:13", "dateModified": "2018-05-10 14:19:13", "description": "ფინეთის ქალაქ ტურკუს მუნიციპალიტეტის შენობაში გაიმართა მიღება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს პირველი ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/fineti.gif", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ფინეთის ქალაქ ტურკუს მუნიციპალიტეტის შენობაში გაიმართა მიღება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავს და ფინეთში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროდან აცნობეს, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფინეთის რესპუბლიკაში მალხაზ კაკაბაძემ მიმართა. ელჩმა საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ქართულ-ფინური ორმხრივი თანამშრომლობის, საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ ისაუბრა. ასევე, ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე მიღწეული შედეგების თაობაზე.

ღონისძიების ფარგლებში საელჩოს უფროსმა მრჩეველმა უჩა გაბეჩავამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ქართული ღვინის ტრადიციებსა და საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარების შესახებ, ხოლო ჰელსინკის მერიის წარმომადგენელმა ჰანნუ ჰუტტინენმა, რომელიც ასევე ფინეთში ქართული საბალეტო დასის გასტროლების ორგანიზატორია, ფინეთსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

მიწვეულ სტუმრებს საქართველოს საელჩო და ტურკუს მუნიციპალიტეტი ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია