დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
“ქართული მარში” ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულები მანიფესტაციას მართავს
ავტორი:
2018/მაისი/14 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/marshiaqcia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493064-qarthuli-marshi-filarmoniidan-parlamentis-mimarthulebi-manifestacias-marthavs.html", "headline": " “ქართული მარში” ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულები მანიფესტაციას მართავს", "datePublished": "2018-05-14 14:41:51", "dateModified": "2018-05-14 14:41:51", "description": "“ქართული მარშის” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/marshiaqcia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } “ქართული მარშის” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიამდე ფეხით მსვლელობა დაიწყეს.
“ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, გუშინ მოვლენების განვითარებამ მათი გეგმები შეცვალა და დღეს რომ ყოფილიყო პარლამენტის შენობის წინ აქცია, მათი ქმედებები უფრო რადიკალური იქნებოდა.

სანდრო ბრეგაძის თქმით, ეს არის ეროვნული ძალების გაერთიანება და მას შემდეგ, რაც პარლამენტთან აქცია დაიშალა, დღევანდელი აქცია მშვიდობიანი იქნება.

“მთავარი მიზანი გუშინ შესრულდა, როდესაც სოდომისტების აქცია დაიშალა ქართველი ხალხის მოთხოვნის შედეგად. აქედან გამომდინარე დღევანდელი აქცია არის აბსოლუტურად მშვიდობიანი. ჩვენ გვინდა უბრალოდ გავიაროთ რუსთაველის გამზირზე და მშვიდობიანი ფორმით დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლიბერასტული მმართველობა, რომელიც არის ქვეყანაში, უნდა შეწყდეს და ქვეყანა უნდა წავიდეს ეროვნული განვითარების გზით”, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. აქციის მონაწილეებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აცილებენ. ადგილზეა კრიმინალური პოლიციაც.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 519
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია