დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - ჩვენი პარტიის ისტორია ხანმოკლეა, მაგრამ მან ღირსშესანიშნავი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში
ავტორი:
2018/მაისი/11 17:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kaladze_66d65.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/492564-kakha-kaladze-chveni-partiis-istoria-khanmoklea-magram-man-ghirsshesanishnavi-kvali-datova-saqarthvelos-uakhles-istoriashi.html", "headline": "კახა კალაძე - ჩვენი პარტიის ისტორია ხანმოკლეა, მაგრამ მან ღირსშესანიშნავი კვალი დატოვა საქართველოს უ...", "datePublished": "2018-05-11 13:15:53", "dateModified": "2018-05-11 13:15:53", "description": "ჩვენი პარტიის ისტორია ხანმოკლეა, მაგრამ მან ღირსშესანიშნავი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაშ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kaladze_66d65.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენი პარტიის ისტორია ხანმოკლეა, მაგრამ მან ღირსშესანიშნავი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, “ქართული ოცნების“ რიგით მე-5 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დააბრუნა საქართველო ევროპული ღირებულებების, სამართლის უზენაესობისა და კაცთმოყვარეობის გზაზე.

“დღეს იმართება პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მე-5 ყრილობა, რომელზეც ავირჩევთ პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას დავამტკიცებთ. ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც 2012 წელს, ბატონი ბიძინა ივანიშვლის ხელმძღვანელობით, გარდამტეხი ცვლილება შეიტანა ქვეყნის განვითარებაში. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს ყრილობაში მონაწილეობისთვის. მადლობა მთელ ქართულ საზოგადოებას, რომელიც არ შეეგუა უსამართლო რეჟიმს და ჩვენთან ერთად, საერთო ძალისხმევით მოიპოვა ყველაზე ძვირფასი - თავისუფლება. ამ სულისკვეთების და შემართების, ადამიანური თავგანწირვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ დიდი გამარჯვებების მოპოვება, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ. ჩვენი პარტიის ისტორია ხანმოკლეა, მაგრამ მან უკვე ღირსშესანიშნავი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანების ირგვლივ მოხდა არადემოკრატიულ რეჟიმთან მებრძოლი მოქალაქეების კონსოლიდაცია. არჩევნების გზით, ჩვენ ჩავანაცვლეთ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული, ადამიანებზე, კანონზე მოძალადე ხელისუფლება - ხელისუფლებით, რომლის მთავარი ღირებულებები ადამიანი და სამშობლოს სიყვარულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ წუთებში მთაწმინდაზე, პარტია „ქართული ოცნების“ რიგით მე-5 ყრილობა მიმდინარეობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 734
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია