დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით
ავტორი:
2018/მაისი/14 10:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/margvelashvili_9a1f8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/492930-giorgi-margvelashvili-kinagham-samoqalaqo-dapirispirebis-zghvarze-aghmovchndith.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი - კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით", "datePublished": "2018-05-14 06:47:03", "dateModified": "2018-05-14 06:47:03", "description": "ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/margvelashvili_9a1f8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაავილმა ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

"ამ დღეების გამავლობაში ჩვენ ვნახეთ, როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც დაიწყო რეიდით თუ სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა. რანაირად შეიძლება მოვახერხოთ, რომ რამდენიმე საათში სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე მივიდეთ, დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ბუნებრივია, ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება ძალიან პირდაპირი პასუხები. რანაირად შეიძლება რამდენიმე საათში მოვახერხოთ, რომ მივიდეთ იმ წერტილამდე, რომ კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო და რჩება შევინარჩუნოთ ერთდროულად გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, ამავე დროს, მოვახერხოთ და წესრიგი იქნას შენარჩუნებული, როგორც დედაქალაქის ქუჩებში, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, 12-13 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები 12 მაისს, კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. აქციის მონაწილეებს 4 მოთხოვნა ჰქონდათ: „პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“. საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან სეხვედრის შემდეგ, გუშინ აქცია დაიშალა.



თემა: სპეცოპერაცია თბილისის კლუბებში ბექა წიქარიშვილი - მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლოა, ის მნიშვნელოვანი შედეგებით დამთავრდეს
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 466
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია