დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კვირიკაშვილი - პირადად ვარ იმის გარანტი, რომ დღეს თქვენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება
ავტორი:
2018/მაისი/14 08:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kvirikashvilipk-7.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/492903-giorgi-kvirikashvili-piradad-var-imis-garanti-rom-dghes-thqvens-sityvisa-da-gamokhatvis-thavisuflebas-araferi-daemuqreba.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი - პირადად ვარ იმის გარანტი, რომ დღეს თქვენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ...", "datePublished": "2018-05-14 04:30:54", "dateModified": "2018-05-14 04:30:54", "description": "მე პირადად ვარ იმის გარანტი, რომ ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kvirikashvilipk-7.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მე პირადად ვარ იმის გარანტი, რომ ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გუნდში მიმდინარეობდა იმ საკითხების აქტიური განხილვა, რაზეც „ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები დღეს და გუშინ ქუჩაში, ამ შენობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით ასე ემოციურად საუბრობენ“.

„გუშინ საღამოსვე კახა კალაძემ ჩვენი გუნდის სახელით გააკეთა განცხადება, სადაც მკაფიოდ გამოიხატა ჩვენი პოზიცია დღევანდელ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და მოუწოდა ყველას, ჩვენ საზოგადოებას, ახალგაზრდებს გაერთიანებისკენ იმ უმძიმეს დანაშაულთან ბრძოლაში, რასაც ნარკოტიკების რეალიზაცია ჰქვია და რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი ადამიანის, ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.
ის, რომ სახელმწიფოს ექნება ერთის მხრივ ნარკორეალიზატორებს მიმართ მკაცრი პოზიცია და იქნება გაცილებით უფრი ჰუმანური მომხმარებლების მიმართ, ეს არაერთხელ მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ.
მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ჩვენო ძვირფასო ახალგაზრდებო - თქვენ ხართ მომავალი თაობა, ქვეყნის ხვალინდელი დღე. მე პირადად ვარ იმის გარანტი, რომ ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. სწორედ ეს არის ის მონაპოვართაგანი, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება, თითოეული ჩვენთაგანი სამართლიანად ამაყობს“, - განაცხადა გუშინ პრემიერმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 479
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია