დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - წინასწარი შეტყობინების სისტემების მუშაობის შედეგად, სტიქიას მასშტაბური მსხვერპლი არ მოჰყვა
ავტორი:
2014/აგვისტო/21 15:30:02
წინასწარი შეტყობინების სისტემების მუშაობის შედეგად, სტიქიას მასშტაბური მსხვერპლი არ მოჰყვა, - ამის შესახებ დარიალის ხეობაში , სტიქიის ზონაში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ სისტემამ იმუშავა, რის შედეგადაც გადაიკეტა გზა ზევიდანაც და ქვევიდანაც.
"დადებითი რაც გამოვიტანეთ წინა შემთხვევიდან, მდგომარეობდა იმაში, რომ დევდორაკზე მთლიანად დადგმულია წინასწარი ინფორმაციის მომცემი საშუალებები, რომელიც ატყობინებს საზღვარს და შსს-ს თუ რამე მოძრაობა არის დევდორაკზე. ამ სისტემამ იმუშავა, რის შედეგადაც გადაიკეტა გზა ზევიდანაც და ქვევიდანაც და ამიტომ არ მოხდა ისეთი მასშტაბური მსხვერპლი, რაც მანამდე იყო. ახლა მიმდინარეობს ორი ადამიანის ძებნა", - განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას.
მისივე თქმით, ჯერჯერობით სტიქიის ზონაში რჩება, თუმცა ხეობას დღეს დატოვებს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია