დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თედო ჯაფარიძე თეთრ სახლში, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროს დირექტორს ფიონა ჰილს შეხვდა
ავტორი:
2018/მაისი/11 21:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/tedojaparidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/492616-thedo-jafaridze-thethr-sakhlshi-ashsh-is-erovnuli-ushishroebis-sabtcos-ufros-direqtors-fiona-hils-shekhvda.html", "headline": " თედო ჯაფარიძე თეთრ სახლში, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროს დირექტორს ფიონა ჰილს შეხვდა", "datePublished": "2018-05-11 17:01:30", "dateModified": "2018-05-11 17:01:30", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე, აშშ-ში ვიზიტის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/tedojaparidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, თეთრ სახლში, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროს დირექტორს ევროპისა და რუსეთის საკითხებში ფიონა ჰილს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველო-აშშ-ის მჭიდრო სტრატეგიულიპარტნიორობასა და მისი კიდევ უფრო განმტკიცების ეფექტიანი მექანიზმები განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონში. ერთხმად აღინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები და ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით მიღწეული პროგრესი. საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ბოლო დროს მიმდინარე პროცესებზე.

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას ასევე ეწრებოდნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპულ საქმეთა დირექტორი კატერინ კროფტი და ვიცე-პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ევროპის საკითხებში გაბრიელა კოუენი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 477
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია