დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს საზეიმო სადილზე უმასპინძლა
ავტორი:
2018/მაისი/09 15:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kvirikashvili_6abbd.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/492190-giorgi-kvirikashvilma-meore-msoflio-omis-veteranebs-sazeimo-sadilze-umaspindzla.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს საზეიმო სადილზე უმასპინძლა", "datePublished": "2018-05-09 11:24:47", "dateModified": "2018-05-09 11:24:47", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ფაშიზმზე გამარჯვებიდან 73 წლის აღსანიშნავად, მეო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kvirikashvili_6abbd.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ფაშიზმზე გამარჯვებიდან 73 წლის აღსანიშნავად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს საზეიმო სადილზე უმასპინძლა.
„პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის უდიდესი პატივია ეს შესაძლებლობა – მოგილოცოთ ყველას გამარჯვების დღე! უდიდესი მადლიერების გრძნობით, უდიდესი პატივისცემით, ქედის მოხრით ყველა თქვენგანის გმირობის წინაშე, გილოცავთ დღევანდელ დღეს, გილოცავთ გამარჯვების დღეს! გისურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, თქვენი ოჯახების ბედნიერებას, საქართველოს გაბრწყინებას! ღმერთს შევთხოვ, რომ ყველა ჩვენგანი თქვენი ღვაწლის, თქვენი გმირობის და თქვენი განვლილი გზის ღირსი გაგვხადოს – ჩვენი ცხოვრებით და ჩვენს მიერ გაკეთებული და გასაკეთებელი საქმით. ღმერთმა გადღეგრძელოთ, გილოცავთ გამარჯვების დღეს,“– მიმართა პრემიერ-მინისტრმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 509
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია