დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ გიგა კაცია დაინიშნა
ავტორი:
2018/მაისი/08 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kaciacqitishvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/491935-regionuli-ganvitharebisa-da-infrastruqturis-ministris-moadgiled-giga-kacia-dainishna.html", "headline": "რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ გიგა კაცია დაინიშნა", "datePublished": "2018-05-08 07:58:08", "dateModified": "2018-05-08 07:58:08", "description": "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ გიგა კაცია დაინიშნა, - ამ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kaciacqitishvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ გიგა კაცია დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, გიგა კაცია 2012-2017 წლებში “თიბისი ბანკში” კორპორატიული დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. მანამდე ამავე ბანკში, გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო. 2009 წელს “ვითიბი ბანკის” ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირი იყო. იგი სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა ბანკ “რესპუბლიკაში”.

მას დამთავრებული აქვს გერმანიაში შპარკასეს საბანკო სასწავლებელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს ამ ეტაპზე ოთხი მოადგილე ჰყავს - პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე, რომელიც პარალელურად საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. ასევე, ილია ბეგიაშვილი, მზია გიორგობიანი და გიგა კაცია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 517
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია