დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია ჩინეთის ელჩს შეხვდა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/28 14:00:06
თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში ჩინეთის ელჩს, იუე ბინს შეხვდა. შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი, ალექსანდრე მარგიშვილი და ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი ბერეკაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მხარეებს შორის თანამშრომლობას და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებს. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ჩინური კომპანიები თბილისში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში არიან ჩართულები და აქედან გამომდინარე, თბილისის მერიას ჩინეთის საელჩოსთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს.
დავით ნარმანიას განცხადებით, ნოემბერში თბილისის მერიის დელეგაცია ჩინეთში, დამეგობრებულ ქალაქ გუანჯოუში გაემგზავრება, სადაც კონკრეტული საინვესტიციო პროექტები განიხილება. ქართული მხარე ჩინელი ინვესტორებისთვის საინვესტიციო პროექტებს მოამზადებს.











წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1087
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია