დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი სიღარიბის დაძლევის კუთხით რეალურ შედეგებს 2015 წლისთვის პროგნოზირებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/17 22:00:03
გიორგი მარგველაშვილი უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევის კუთხით რეალურ შედეგებს 2015 წლისთვის პროგნოზირებს , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.
კითხვას, როგორ აპირებს სიღარიბის დაძლევას და უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, გიორგი მარგველაშილმა უპასუხა, რომ ამისთვის ბევრი რამ კეთდება.
"როცა ქვეყნის პერსპექტივაზე ვსაუბრობთ, უნდა ამოვიდეთ იმ ვითარებიდან, რომელშიც ახლა ვართ. იმ მომენტისთის, როცა "ნაცმოძრაობას" დავათმობინეთ სახელისუფლებო ბერკეტები, ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იყო, იყო კლება ინვესტიციების და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო მატება. დოვლათის გადანაწილების თვალსაზრისით ყველაზე ცუდი მაჩვენებლი გვაქვს ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მცირე და საშუალო ბიზნესის ყველაზე დაბალი პროცენტი გვაქვს, სადაც რეალურად საქმდება ხალხი. ჩვენ გვქონდა სისტემა, რომელიც კონტროლდებოდა სახელმწიფოს მიერ. წელს ჩვენ ბევრი რამ შევქმენით, სოფლის მეურნეობას მივეცით გაძლიერების საშუალება, ასევე, გრძელდება ბიზნესის წამოწყების პროექტები, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს აქვს დამუშავებული და იმ 6 მილიარდიანი თანაინვესტირების ფონდით, რომელიც რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა. პირველი წელიწადი იქნება რთული, მეორე წელიწადს მოხდება სერიოზული გარღვევა ეკონომიკაში და რეალური შედეგები 2015 წელს იქნება", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1139
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია