დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"რუსთავი 2-მა" ირაკლი ალასანიას და გიგა ბოკერიას ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა
ავტორი:
2014/მაისი/10 23:30:01
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ავღანეთში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრობენ.
ჩანაწერი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "განსხვავებული აქცენტები" გავიდა. გადაცემის ავტორის განცხადებით, 2013 წელს გაკეთებული საუბრების ჩანაწერები ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.
ფარული ჩანაწერის მიხედვით, ირაკლი ალასანია გიგა ბოკერიას ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ესაუბრება.
"მოკლედ რა მინდა გითხრა, პრეზიდენტის ვიზიტზე ავღანეთში, რომელიც დაგეგმილია, ისე სამწუხაროა, რომ დაანონსდა, მაგრამ რაც არის ეგ არის. მაგრამ თხოვნა გვაქვს ასეთი, რომ "ლეზერნეკზე" განხორციელდეს ყველა ღონისძიება ჯობია, უფრო დაცულია იქ და არ გვინდა ზედმეტი მოძრაობები", - ამბობს ჩაწერში ალასანია.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა რამდენიმე ფარული სატელეფონო საუბრის ფრაგმენტი გამოაქვეყნა. სატელეფონო საუბრების მცირე ამონარიდები გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გაასაჯაროეს, რომელიც პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენების სატელეფონო საუბრებს ასახავს.
PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1140
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია