დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აკაკი ზოიძე - ახალი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთაც ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა, კლუბური თუ არაკლუბური მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება
ავტორი:
2018/მაისი/07 13:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/zoidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/491764-akaki-zoidze-akhali-narkotikuli-sashualebebi-romelthac-akhalgazrdebis-sicockhle-emskhverpla-kluburi-thu-arakluburi-msubuqi-narkotikebis-safarqvesh-vrceldeba.html", "headline": " აკაკი ზოიძე - ახალი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთაც ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა, კლუბური თუ...", "datePublished": "2018-05-07 09:25:04", "dateModified": "2018-05-07 09:25:04", "description": "პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/zoidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, ახალი ნარკოტიკული საშუალებები, რომელთაც ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა, მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება.

ზოიძე სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მოიხმარონ ნარკოტიკული საშუალებები.

„ნარკოტიკი კლავს და დღეს, იმ სიტუაციაში, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი ნივთიერება შემოსულია ბაზარზე, კლავს არა წლების მერე, არამედ დაუყოვნებლივ, საათების განმავლობაში. ეს არის დიდი ტრაგედია და უზარმაზარი პრობლემა, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოს აქვს. ჩრდილოეთ ამერიკაში ათი ათასობით სიკვდილი არის დაკავშირებული ამ ახალ საშუალებებთან, რომლებიც იმდენად ძლიერია, რომ ერთი ქვიშის მარცვლის ოდენობის პრეპარატმა შეიძლება, ადამიანი მოკლას. ჩვენი ინფორმაციით, ეს პრეპარატები ვრცელდება სხვადასხვა დასახელების, კლუბური თუ არაკლუბური მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ და ამის შედეგად ბევრი ადმიანი, ვინც ინფორმაციას არ ფლობს, იღუპება და მომავალში კიდევ შეიძლება დაიღუპოს, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, არ გამოიყენოს ნარკოტიკული საშუალებები“, - განაცხადა ზოიძემ.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირეულ კანონპროექტს, ზოიძის თქმით, დისკუსიები ჯერ კიდევ მიმდინარეობს დ
ა მუშაობა შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში დასრულდება.

„ცხოველი დისკუსიები მიდის ამასთან დაკავშირებით. გაყოფილია აზრი. ასეთ პირობებში, როდესაც ადამიანები იღუპებიან ნარკოტიკული საშუალებებისგან, ეს ასევე იწვევს საზოგადოების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც მოითხოვს, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს დამოკიდებულება, მათ შორის მომხმარებელთა მიმართ. ამ ვითარებაში აუცილებელია საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ. ალბათ, შემდეგი რამდენიმე კვირის მანძილზე შევძლებთ და დავასრულებთ მუშაობას იმ რეფორმაზე, რომელიც კონსენსუსის საფუძველზე შეიძლება, რომ დაინერგოს. ჩემი პირადი აზრით და ასევე, იმ ბევრი ადამიანის აზრით, ვინც ამ მიმართულებას ემხრობა, მიგვაჩნია, რომ დეკრიმინალიზაცია არის გამოსავალი. უნდა შემცირდეს ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა, რაც შესაძლებელია პრევენციაში შესაბამისი თანხების ჩადებით“, - განაცხადა ზოიძემ.

რაც შეეხება იმ ვერსიას, რომ ახალი ნარკოტიკი გავრცელება მიზანმიმართულად ხდება, რათა ლიბერალური ნარკოპოლიტიკის დანერგვას ხელი შეუშალოს, ზოიძე აცხადებს, კონსპირაციული თეორიების მომხრე არ არის, მაგრამ თუ ასეთი რამე ხდება, შს სამინისტროს გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„თუ ჩვენი ახალგაზრდების სიცოცხლე ღირს იმად, რომ ვიღაცამ რაღაც პრინციპები დაამტკიცოს, ასეთი ქმედების დახასიათებაც არ შემიძლია, რა შეიძლება ამას ეწოდოს“, - დასძინა ზოიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 481
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია