დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პარლამენტმა აჭარის კონსტიტუციური კანონი დაამტკიცა
ავტორი:
2018/მაისი/04 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/gabaidze_c200f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/491437-parlamentma-atcaris-konstituciuri-kanoni-daamtkica.html", "headline": "პარლამენტმა აჭარის კონსტიტუციური კანონი დაამტკიცა", "datePublished": "2018-05-04 10:54:53", "dateModified": "2018-05-04 10:54:53", "description": "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/gabaidze_c200f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის 3 მაისის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, დავით გაბაიძემ დეტალურად ისაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებზე, კომპეტენციებზე, სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობის დაბალანსების მექანიზმებსა და საარჩევნო სისტემაზე. მომხსენებელმა უპასუხა პარლამენტის წევრთა შეკითხვებს.

„პარლამენტში დავით გაბაიძის მიერ წარდგენილ საკითხებს 4 მაისის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი 78 ხმით (არც ერთი წინააღმდეგი) დამტკიცდა“, -ნათქვამია ინფორმაციაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 472
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია