დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია - თბილისი ძალიან მალე ნახავს ჩემი და ჩემი გუნდის ხელს
ავტორი:
2014/ივლისი/12 23:30:02
თბილისი ძალიან მალე ნახავს ჩემი და ჩემი გუნდის ხელს, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ცესკოს წინასწარი მონაცემების გამოცხადების შედეგ გააკეთა.
"მინდა მივულოცო კოლეგებს, რომლებმაც გაიმარჯვებს მუნიციპალიტეტებში და თვითმმართველ ქალაქებში. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც განსაკუთრებულად იაქტურა და დაგვიჭია მხარი – არა მხოლოდ მე, არამედ ჩვენს გუნდს და მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ჩვენს დედაქალაქს ეკადრება. ჩვენ შევძლებთ, შესაძლებლობების მაქსიმუმის ფარგლებში გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ამომრჩევლებს დავპირდით. ამიტომ ორშაბათიდან ვიწყებთ ძალიან აქტიურ მუშაობას. პირველი რამდენიმე დღე იქნება მოსამზადებელი იმისთვის, რომ ძირითადი საკითხები, რაც მერიაში მუშაობის დაწყებასთან და ჩვენი პროგრამის რეალიზაციასთან არის დაკავშირებული, მოვამზადოთ, რათა ყოველდღიურ რეჟიმში აქტიური მუშაობა დავიწყოთ. თბილისი ძალიან მალე ნახავს ჩემი და ჩემი გუნდის ხელს. ძალიან ბევრი პრობლემა, რაც დედაქალაქში არსებობს, თითოეული ჩვენი მოქალაქის სასიკეთიოდ შეიცვლება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, პირველივე დღიდან დამტკიცდება მერიაში და გამგეობებში მოქალაქეთა მიღების წესი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 920
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია