დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტ მარგველაშვილმა შეწყალების ბერკეტი ბოროტად გამოიყენა
ავტორი:
2018/მაისი/02 21:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kobaxidzeirakli.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/491083-irakli-kobakhidze-prezident-margvelashvilma-shetsyalebis-berketi-borotad-gamoiyena.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტ მარგველაშვილმა შეწყალების ბერკეტი ბოროტად გამოიყენა", "datePublished": "2018-05-02 17:00:39", "dateModified": "2018-05-02 17:00:39", "description": "პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგევლაშვილი შეწყალების უფლების ბოროტად გა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/kobaxidzeirakli.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგევლაშვილი შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

კობახიძემ პატიმართა შეწყალების მხრივ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების გამოცდილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს შემდეგი საფუძველი: - უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, კორუფცია და სამართლდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა“.

“წარმოიდგინეთ, ესტონეთის ყველა პრეზიდენტს იმაზე ბევრად ნაკლები პატიმარი ჰყავს შეწყალებული, ვიდრე გიორგი მარგველაშვილს. ამერიკულ პრაქტიკას რომ შევადარეთ, აღმოჩნდა, რომ ბატონი გიორგი მარგველაშვილი 80-ჯერ მოწყალეა, ვიდრე ბარაკ ობამა. გამოდის, რომ ან ბარაკ ობამა არის განსაკუთრებით გულქვა ადამიანი ან რაღაც ვერ არის საქართველოს პრეზიდენტის პრაქტიკაში. რეალურად, ჩვენ უფრო მეორე დასკვნისკენ ვიხრებით. რომ ავიღოთ ბულგარეთის პრაქტიკა, ბულგარეთის პრეზიდენტმა ხუთი წლის განავლობაში 35 პატიმარი შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტმა - ასჯერ მეტი, დაახლოებით 3 500 პატიმარი, უკრაინაში პრეზიდენტმა პოროშენკომ 2016 წელს 67 პატიმარი შეიწყალა. აქაც არის ასმაგი სხვაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა მოქმედებს არასწორად და საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების ბერკეტი ბოროტად არის გამოყენებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე.










თემა: პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ირაკლი კობახიძე - ამ ხუთწლიანი მოღვაწეობიდან ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც პრეზიდენტი გამაერთიანებლის როლში გამოვიდა
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 508
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია