დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უცხოელები საქართველოში შეძენილი მიწების გაყიდვას ცდილობენ
ავტორი:
2014/სექტემბერი/12 16:00:04
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, უცხოელები საქართველოში შეძენილი სასოფლო სამეურნეობის მიწების გაყიდვას ცდილობენ.
როგორც მან აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი ინფორმაცია ნოტარიუსებიდან აქვს მიღებული.
"ჩამოუყალიბებლმა ვითარებამ მათ არასტაბილურობის განცდა შეუქმნა და ცდილობენ, გავიდენ ქვეყნიდან", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, უცხოელებზე გასხვისებული მიწების ჯამური ოდენობა დაახლოებით 0.8%-ს შეადგენს. ეს კი, აგულაშვილის აზრით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას, იქმნება თუ არა რაიმე საფრხე ქვეყნისთვის, რადგან არ არის ციფრი, რომელმაც რაიმე გავლენა შეიძლება მოახდინოს.
აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა დღეს გაიაზირა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შესყიდვაზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს და ამ მიმართულებით ახალ რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტი კომიტეტს ორგანიზაცია "ევროპული ინიციატივა-ლიბერალური აკადემიამ" შესთავაზა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1074
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია