დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/12 11:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kvirikashvili2_55af8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/457175-giorgi-kvirikashvili-evrokavshiris-sagareo-qmedebatha-evropuli-samsakhuris-generaluri-mdivnis-moadgiles-shekhvda.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს ...", "datePublished": "2017-10-12 07:37:02", "dateModified": "2017-10-12 07:37:02", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kvirikashvili2_55af8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ჟან-კრისტოფ ბელიარდი საქართველოში, უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირს შორის სტრატეგიული დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით იმყოფება.

შეხვედრისას, უმნიშვნელოვანეს მიღწევად შეფასდა სტრატეგიული დიალოგის ფორმატის ამოქმედება, რაც საქართველოს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემასთან მაქსიმალური თავსებადობისკენ იქნება მიმართული.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევის ფონზე მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ისაუბრეს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში და მის გარეთ. ასევე, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, რომელიც პირველ რიგში უკავშირდება რუსეთთან კონფლიქტს და ევროკავშირის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 689
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია