დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ თალაკვაძე - გულდასაწყვეტია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში არ ახსენა არჩილ ტატუნაშვილი
ავტორი:
2018/მაისი/02 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/talakvadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/491065-archil-thalakvadze-guldasatsyvetia-rodesac-saqarthvelos-prezidentma-thavis-gamosvlashi-ar-akhsena-archil-tatunashvili.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე - გულდასაწყვეტია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში არ ახსენა არჩილ ტ...", "datePublished": "2018-05-02 15:08:35", "dateModified": "2018-05-02 15:08:35", "description": "გულდასაწყვეტია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში არ ახსენა საქართველოს უახლეს ისტორი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/talakvadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გულდასაწყვეტია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში არ ახსენა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე მომენტი, როდესაც დავკარგეთ არჩილ ტატუნაშვილი, როდესაც მოხდა მისი სიცოცხლის ხელყოფა და როგორც ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით ამ ფაქტს ჰქონდა მკვეთრი რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი ვალდებულიც კი იყო არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით სათანადო, შესაბამისი განცხადებები გაეკეთებინა თავის გამოსვლაში.

გარდა ამისა, უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ პოლიციელებმა პრეზიდენტისგან „უსამართლო“ შეფასება დაიმსახურეს.
„გული მწყდება, რომ პრეზიდენტმა ჩვენი პოლიციელების მიმართ ვერ გაიმეტა ვერც ერთი დადებითი შეფასება და თქვა მხოლოდ ის, რომ საქართველოში სამართალდამცავი სტრუქტურები არის პოლიტიზებული, თითქოს, ჩვენ ვერ შევძელით დეპოლიტიზება. ყველა პოლიციელი, რომელიც გამოდის დილით სახლიდან, ემსახურება ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებას, ემსახურება იმას, რომ თქვენმა, ჩვენმა შვილებმა სკოლაში იარონ უსაფრთხოდ, ემსახურება იმას, რომ მართლწესრიგი იყოს ქვეყანაში, დაცული იყოს ჩვენი საკუთრება, მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება, ამ პოლიციელებმა დღეს პრეზიდენტისგან მხოლოდ და მხოლოდ დაიმსახურეს სიტყვა პოლიტიზებული, რაც, ვფიქრობ, უსამართლო შეფასებაა, სამწუხაროდ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

თემა: პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ზაქარია ქუცნაშვილი - არ არის ლამაზი, როცა მთავარსარდალი დარბაზიდან გადის
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 496
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია