დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში იმყოფებოდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/17 15:30:02
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ზუგდიდში ღურწკაიას გიმნაზიაში იმყოფებოდა. პრეზიდენტმა გიმნაზიის დამფუძნებლები პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა და ერთ-ერთ კუთხეში დაკიდა 2008 წლის ომის დროს დაღუპული გმირების ბანერი. ასევე გამოფენილი იყო აფხაზეთში დაღუპულთა ფოტოებიც, მათ შორის ჟიული შარტავას ფოტოც.
პრეზიდენტის განცხადებით, აბსოლუტურად ყველა სკოლაში შეიქმნება გმირების ბანერი, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს თანამედროვე საქართველოს ახალი გმირები.
პრეზიდენტმა სკოლის მოსწავლეებს თანამედროვე ისტორიაზე, კონკრეტულად კი, ომის პერიოდზე და იმ ვაჟკაცებზე ესაუბრა, რომლებიც 2008 წლის ომს შეეწირნენ. მიხეილ სააკაშვილის ასევე სთხოვა ღურწკაიების ოჯახს, რომ სკოლის პარალელურად ტექნიკუმიც დაარსონ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1230
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია