დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პარლამენტი ”საგადასახადო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს
ავტორი:
2017/დეკემბერი/08 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidzeparlamenti-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467577-parlamenti-sagadasakhado-kodeqsshi-dagegmil-cvlilebebs-ikhilavs.html", "headline": "პარლამენტი ”საგადასახადო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს ", "datePublished": "2017-12-08 15:49:43", "dateModified": "2017-12-08 15:49:43", "description": "პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, პირველი მოსმენით, ”საგადასახადო კოდექსში” და ”ნავთობის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidzeparlamenti-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, პირველი მოსმენით, ”საგადასახადო კოდექსში” და ”ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილები განიხილა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ”საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ძირითადი ცვლილებები კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის პრინციპების შეცვლას და რიგი პრეფერენციების დაწესებას მოიცავს. გარდა ამისა, პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები ხორციელდება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში, შესაბამისი დირექტივების ქართულ კანონმდებლობაში ასახვის მიზნით.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში რეგისტრირებულ დღგ-ის გადამხდელებს, რომლებიც საქართველოში არ ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას და არ აქვთ საქართველოში მუდმივი დაწესებულება, ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით დაუბრუნდებათ საქართველოში დღგ-ის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა.

”ვფიქრობ ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში დაფუძნებულ ბიზნესებს შორის საქმიანი ურთიერთობების განხორციელებას. ეს მექანიზმი მუშაობს ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში და, შესაბამისად, აღნიშნული მომავალი წლიდან საქართველოშიც ამოქმედდება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებებით იმიჯნება აქციზით დაბეგვრის ობიექტი სპირტიან სასმელებზე. კერძოდ, ეთილის სპირტად ჩაითვლება ყველა სასმელი, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 22 გრადუსს. ამასთან, აქციზისაგან გათავისუფლდება ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოებლად გამოყენებული საქონელი, ეს ეხება სპირტს.

პროექტის თანახმად, იცვლება მგზავრთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას პირადი ბარგით შემოტანილი აქციზური საქონელის დამატებული ღირებულების გადასახადის, იმპორტის გადასახადის და აქციზისაგან გათავისუფლების რაოდენობრივი ლიმიტები.

მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით დაშვებული იყო 4ლ. ნებისმიერი სახეობის ალკოჰოლიანი სასმელის შემოტანა, ხოლო პროექტით დასაშვები იქნება: - 1ლ. ალკოჰოლიანი სასმელი, ალკოჰოლის შემცველობით 22 გრადუსზე მეტი; 2 ლიტრი ალკოჰოლიანი სასმელი - ალკოჰოლის შემცველობა 22 გრადუსზე ნაკლები; 4 ლიტრი ღვინო; 18 ლიტრი ლუდი.

წარმოდგენილი კანონპროექტით, ფიზიკური და არარეზიდენტი პირები თავისუფლდებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან სასესხო და წილობრივი ფასიანი ქაღალდის მიწოდებით და სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე.

სასესხო ფასიან ქაღალდებზე პროცენტის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში შეღავათი გავრცელდება 2023 წლის 1 იანვრამდე გამოშვებულ ფასიან ქაღალდებთან მიმართებაში, ხოლო წილობრივ ფასიან ქაღალდების შემთხვევაში ეს იქნება მუდმივი შეღავათი.

კანონპროექტით, ცვლილებები ხორციელდება ასევე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადთან მიმართებაში და 2018 წლის 1 იანვრის ნაცვლად შეღავათები გაგრძელდება 2023 წლამდე.

პროექტის შესაბამისად, 2020 წლის 1 იანვრამდე გადავადდება ბაზრობაზე არასტაციონარული სავაჭრო ადგილის გამოყენებით ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება.

ასევე, ბაზრობის ორგანიზატორი ვალდებული იქნება: აღნიშნულ ვადამდე ეტაპობრივად განახორციელოს სტატუსის მიღება; საგადასახადო ორგანოსთვის ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტზე ან/და სავაჭრო ადგილზე მოვაჭრე ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაციის წარდგენა; იჯარით გაცემული არასტაციონარული სავაჭრო ობიექტების ან/და სავაჭრო ადგილების საკონტროლო-სალარო აპარატებით სრულად უზრუნველყოფა, კანონპროექტით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.

ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გიორგი ჟორჟოლიანი სალარო-აპარატებისთვის კანონპროექტით განსაზღვრული 2 წლის ნაცვლად, 4 წლამდე გადავადების ინიციატივით გამოვიდა.

”სალარო აპარატებისთვის 2 წლის ნაცვლად, იქნებ მეტი დრო, 4 წელი მივცეთ ადამიანებს. ამ ოთხი წლის განმავლობაში უნდა გატარდეს ღონისძიებები, როგორც ინფორმაციული, ასევე ტექნიკური უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მეტი დრო იყოს იმისთვის, რომ ამან მეტი ლეგიტიმაცია მოიპოვოს და ადამიანები მეტად მომზადებულები შეხვდნენ“, - აღნიშნა გიორგი ჟორჟოლიანმა.

მომხსენებელმა მზაობა გამოთქვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეორე მოსმენით განხილვის დროს იმსჯელონ.

”ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანა ”საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებებიდან გამომდინარეობს და ლიალური წყლის (ნავთობით დაბინძურებული წყალი) და ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების) ნარეცხი წყლის გადამუშავებას ეხება. ლაშა ხუციშვილის განმარტებით, კანონმდებლობაში არ გვქონდა შესაძლებლობა ასეთი პროდუქტი მოქცეულიყო გადამუშავების რეჟიმში.

”დღეს ჩვენ ვაზუსტებთ, რომ ეს პროდუქტი შეიძლება იყოს გადამუშავების რეჟიმში და განვსაზღვრავთ მიზანს - რისთვის შეიძლება იყოს გადამუშავების რეჟიმში პროდუქტი მოქცეული. საქონლის გადამუშავება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით და ისიც იმ პირობით, რომ მიღებული პროდუქცია გაიტანება საქართველოს ტერიტორიიდან“, - განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 609
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია