დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია დღეს რამდენიმე შეხვედრას გამართავს
ავტორი:
2014/დეკემბერი/04 08:30:02
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს რამდენიმე შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციას ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის წარმომადგენლი მაიკლ ასტრაბ იენსენი ხელმძღვანელობს.
დაგეგმილია შეხვედრა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანთან, გიორგი ბოკერიასთან, გლდანის ციხის მონახულება, შეხვედრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ, გიორგი მღებრიშვილთან, საკონსტიტუციო რეფორმების სახელმწიფო კომისიის სარედაქციო საბჭოს წევრებთან, სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძესთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიასთან და საქართველოს მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილთან.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოში ვიზიტი 3-5 დეკემბერს მიმდინარეობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან თანამომხსენებლები ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის წარმომადგენელი მაიკლ ასტრაბ იენსენი, სოციალისტების ჯგუფის წარმომადგენელი ბორის სილევიჩი, სამდივნო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე ბას კლეინი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია