დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ინვესტორების და მათი ინტერესების დაცვა, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მეტი ინვესტორი შემოვიდეს ქვეყანაში
ავტორი:
2018/მაისი/02 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/margvelashvili_c6acb.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/490958-giorgi-margvelashvili-investorebis-da-mathi-interesebis-dacva-dzalian-mnishvnelovania-imisthvis-rom-meti-investori-shemovides-qveyanashi.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი - ინვესტორების და მათი ინტერესების დაცვა, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მ...", "datePublished": "2018-05-02 08:44:50", "dateModified": "2018-05-02 08:44:50", "description": "ინვესტორების და მათი ინტერესების დაცვა, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/margvelashvili_c6acb.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ინვესტორების და მათი ინტერესების დაცვა, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით გაგრძელდეს და მეტი ინვესტორი შემოვიდეს ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტში, ყოველწლიურ მოსმენაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან მიმდინარეობს ეფექტური თანამშრომლობა მათ შორის თავდაცვის სფეროში, არის საინტერესო სტრატეგიული ქარტია და იწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით.

ამასთან, როგორც მარგველაშილმა აღნიშნა, ევროპული ინტეგრაცია შთამბეჭდავ შედეგებს გვაჩვენებს - ეს არის ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და უმაღლესი დონის დიალოგი.

„ჩვენ, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას სულ მალე, 26 მაისს დავინახავთ თუ რა ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს დასავლეთისგან. ნატო-სთან მიმართებაში, ჩვენ მანამდეც ასპირანტი ქვეყანა ვიყავით და დავრჩით ასპირანტ ქვეყნად, მაგრამ დრამატულად გაიზარდა ნატო-ს წვრთნები, გვაქვს არსებითი პაკეტი, გაზრდილია თავდაცვისუნარიანობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. შეერთებულ შტატებთან მიმდინარეობს ეფექტური თანამშრომლობა მათ შორის თავდაცვით სფეროში, არის საინტერესო სტრატეგიული ქარტია და იწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით. ინვესტორების დაცვა საქართველოში, მათი ინტერესების დაცვა, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით გაგრძელდეს და მეტი ინვესტორი შემოვიდეს ქვეყანაში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მანვე თავდაცვის სისტემაში რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმები საქართველოში მნიშვნელოვნად უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.

„მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ჯარისკაცს ვინც საქართველოს დროშას მაღლა წევს. იმ რეფორმებს, რომელიც დაწყებულია თავდაცვის სისტემაში, მათი მასშტაბის გაზრდა და დაფინანსების გაზრდა სწორი იქნება და გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თემა: პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში პრეზიდენტი - პარლამენტში დღეს არ არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც შემოქმედი იყო 2012 წლის ცვლილებების, მაგრამ მთელ საზოგადოებას ახსოვს ის მიღწევა
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 503
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია