დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიუნხენში უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია გაიხსნა
ავტორი:
2018/თებერვალი/16 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kvirikamiunxeni.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/478692-miunkhenshi-usafrthkhoebis-54-e-konferencia-gaikhsna.html", "headline": "მიუნხენში უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია გაიხსნა", "datePublished": "2018-02-16 14:38:25", "dateModified": "2018-02-16 14:38:25", "description": "მიუნხენში უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია გაიხსნა, რომელზეც საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/kvirikamiunxeni.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მიუნხენში უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია გაიხსნა, რომელზეც საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საერთაშორისო უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებზე მსჯელობისთვის, შეკრებილია 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური და სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მინისტრი.

კონფერენციის გახსნით სესიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერმა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, საფრაგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ფლორენს პარლიმ და სხვა ლიდერებმა.

პირველად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კონფერენციის თანაორგანიზებით, სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა.

მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ასევე პოლიტიკურ ლიდერებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 510
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია