დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი - მანქანით როცა დავდივარ, ვხედავ, სულ ბაქრაძის სურათებია გამოკრული
ავტორი:
2013/ოქტომბერი/17 12:00:03
მანქანით როცა დავდივარ, ვხედავ, რომ სულ ბაქრაძის სურათებია გამოკრული, - ამის შესახებ გაზეთებისა და რადიოსადგურების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს მოწმობს იმას, რომ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა.
"მანქანით როცა დავდივარ, ვხედავ, რომ სულ ბაქრაძის სურათებია. ჩვენზე მეტია გამოკრული ყველგან. აბსოლუტურად გაუსაძლისი სიტუაცია იყო. არავის ეჯერა რომ შეიძლებოდა სიტუაციის შეცვლა და გარდატეხა. ჩვენ ეს მოვახერხეთ, ეს არის ქართული საზოგადოების სიბრძნე. სწორედ ამის იმედზე მოვედი მე, რომ ჩვენ გენებში არის ხანგრძლივი, უწყვეტი კულტურა და ძლიერი სისხლი. როდესაც მთავრობა არ შეაწუხებს ხალხს, არ უკარნახებს, სწორედ აქ იმუშავებს ეს გენი", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1095
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია