დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ თალაკვაძე - რამდენიმე მოქალაქემ მოგვმართა, რომ გიგი უგულავას სახე აღარ აქვს მთავარ ბანერზე, ძალიან სამწუხაროა, თუმცა არჩევნების საბოლოო შედეგზე ეს გავლენას ვერ მოახდენს
ავტორი:
2018/აპრილი/28 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/talakvadze_f7e5e.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/490334-archil-thalakvadze-ramdenime-moqalaqem-mogvmartha-rom-gigi-ugulavas-sakhe-aghar-aqvs-mthavar-banerze-dzalian-samtsukharoa-thumca-archevnebis-saboloo-shedegze-es-gavlenas-ver-moakhdens.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე - რამდენიმე მოქალაქემ მოგვმართა, რომ გიგი უგულავას სახე აღარ აქვს მთავარ ბანერზე, ძა...", "datePublished": "2018-04-28 07:40:15", "dateModified": "2018-04-28 07:40:15", "description": "დილით რამდენიმე მოქალაქემ მოგვმართა, რომ გიგი უგულავას სახე აღარ აქვს მთავარ ბანერზე, ძალიან სამწუხა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/talakvadze_f7e5e.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დილით რამდენიმე მოქალაქემ მოგვმართა, რომ გიგი უგულავას სახე აღარ აქვს მთავარ ბანერზე, ძალიან სამწუხაროა, თუმცა არჩევნების საბოლოო შედეგზე ეს ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ვანში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის გიგი უგულავას ბანერის დაზიანების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, აუცილებლად იპოვიან იმ ადამიანს, ვინც ბანერი დააზიანა.

"დილით რამდენიმე მოქალაქემ მოგვმართა, რომ გიგი უგულავას სახე აღარ აქვს მთავარ ბანერზე. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს არჩევნების საბოლოო შედეგზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. იმედია, იპოვიან ადამიანს ვინც ეს ჩაიდინა. "ქართული ოცნება" არჩევნებს იგებს პარტიული საქმიანობით და სამუშაოების ხარჯზე, რომელსაც ვანხორციელებთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება.

არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან - პარტია “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია “საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, “ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი - გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის - სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა - მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 523
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია