დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რუსთაველის თეატრში პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი მიმდინარეობს
ავტორი:
2013/ნოემბერი/17 18:30:03
რუსთაველის თეატრში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი მიმდინარეობს.
კონცერტზე დასასწრებად თეატრში უკვე შეიკრიბნენ საქართველოში ვიზიტით მოყოფი უცხოური დელეგაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, ასევე საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრები.
როგორც დეპუტატები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, კონცერტზე ანსამბლი "ერისიონი" საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვებს წარმოადგენს, შესაბამისად, დღევანდელი საღამო ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით უაღრესად მნიშვნელოვანია. კონცერტს მიწვეული სტუმრის სტატუსით მსახიობები, მომღერლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ესწრებიან.
როგორც მომღერალმა დათო ხუჯაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მოხარულია, რომ თავადაც უერთდება იმ ზეიმს, რასაც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ჰქვია.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1096
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია