დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო გოგუაძე - კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებული პირები არ შეიძლება იკავებდნენ თანამდებობას ადამიანის უფლებათა დაცვის ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციაში
ავტორი:
2018/აპრილი/23 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/goguadzenino.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489545-nino-goguadze-korufciul-saqmianobasthan-dakavshirebuli-pirebi-ar-sheidzleba-ikavebdnen-thanamdebobas-adamianis-uflebatha-dacvis-yvelaze-avtoritetul-organizaciashi.html", "headline": "ნინო გოგუაძე - კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებული პირები არ შეიძლება იკავებდნენ თანამდებობას ადა...", "datePublished": "2018-04-23 16:23:28", "dateModified": "2018-04-23 16:23:28", "description": "პირები, რომლებიც შესაძლოა კორუფციულ საქმიანობასთან იყვნენ დაკავშირებული, არ შეიძლება იკავებდნენ რაიმ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/goguadzenino.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პირები, რომლებიც შესაძლოა კორუფციულ საქმიანობასთან იყვნენ დაკავშირებული, არ შეიძლება იკავებდნენ რაიმე თანამდებობას, ადამიანის უფლებათა დაცვის ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნინო გოგუაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ნინო გოგუაძე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

„ჩვენი დელეგაციის, ისევე, როგორც კონსერვატორების ჯგუფის პოზიცია, არის ძალიან პრინციპული. პირები, რომლებიც ამ ანგარიშის მიხედვით კორუფციულ საქმიანობასთან შესაძლოა იყვნენ დაკავშირებულები, არ შეიძლება იკავებდნენ რაიმე თანამდებობას, ადამიანის უფლებათა დაცვის ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციაში“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისი შეფასებით, ასამბლეის ანგარიში არის ძალიან მძიმე და შეეხება სხვადასხვა კორუფციულ საქმიანობაში მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობას.

„ანგარიშში სხვა პირებთან ერთად განსაკუთრებულად იყო აღნიშნული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექსპრეზიდენტისა და ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით. პედრო აგრამუნტის სახელი არ არის უცხო. სამწუხაროდ, ის ხშირად გამოირჩეოდა საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ მკაცრი შეფასებებით“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მუდმივმოქმედი დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს, რომელიც სტრასბურგში დღეს გაიხსნა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია