დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი კობახიძე - მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმისთვის, რომ სიღარიბე საბოლოოდ აღმოიფხვრას
ავტორი:
2018/აპრილი/23 14:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kobaxidze2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489458-irakli-kobakhidze-maghali-ekonomikuri-zrdis-pirobebshi-dagvtcirdeba-ramdenime-tselitsadi-imisthvis-rom-sigharibe-sabolood-aghmoifkhvras.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმისთვის, რომ სი...", "datePublished": "2018-04-23 10:10:02", "dateModified": "2018-04-23 10:10:02", "description": "მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმისთვის, რომ საბოლოოდ აღმოიფ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kobaxidze2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმისთვის, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას სიღარიბე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ აჭარაში პარტიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, კობახიძემ პარტიის განვითარების გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაგეგმილია რეფორმების ახალი ტალღა.

„ჩვენ გვექნება დაახლოებით, ორწლიანი პერიოდი - ერთი არჩევნებიდან მეორე არჩევნებამდე პერიოდში, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი პარტია და საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდეს ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც აქტიურობს არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, არამედ, რომელიც აქტიურია არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც და რომელიც მუდმივ რეჟიმში ჩართულია პოლიტიკური პროცესების დაგეგმვაში და ამ პროცესების მართვაში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ის წარმატებები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ქვეყნის განვითარების კუთხით, პარტიის გაძლიერების კუთხით, არის, რა თქმა უნდა, თითოეული თქვენგანის, თითოეული ჩვენგანის დამსახურება და ჩვენ, ბუნებრივია, მადლობა უნდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ერთად დგომისთვის, თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის. ამის გარეშე, ბუნებრივია, წარმატება იქნებოდა შეუძლებელი. ჩვენ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, წარმატებებზე, თუმცა, ამავდროულად არ გვავიწყდება, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე არის უამრავი გამოწვევა, არის სირთულეები. საჭიროა, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარება, იმისათვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს - ეს არის სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში. მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას სიღარიბე და აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ჩვენი ძალისხმევა. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანები იყოს საბოლოოდ მიღწეული. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და აქაც დაგვჭირდება რამდენიმე წლიანი ძალისხმევა. დაგვჭირდება აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს მიზნები იქნას მიღწეული. ამ ყველაფერს სჭირდება, ზოგადად, თითოეული ჩვენგანის მუხლჩაუხრელი შრომა, სჭირდება ჩვენი ერთად დგომა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობის, ჩვენი ერთობლივი შრომით და ჩვენი ერთად დგომით ამ დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა კობახიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 512
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია