დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით დონდუა - მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზეა საუბარი
ავტორი:
2018/აპრილი/21 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/dondua.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/489233-davith-dondua-mnishvnelovania-rom-ashsh-s-sakhelmtsifo-departamentis-angarishshi-okupirebul-teritoriebze-arsebul-mdzime-mdgomareobazea-saubari.html", "headline": "დავით დონდუა - მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ...", "datePublished": "2018-04-21 10:31:39", "dateModified": "2018-04-21 10:31:39", "description": "საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/dondua.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დეტალურად არის ასახული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა.

დავით დონდუას განცხადებით, დოკუმენტში ხაზგასმულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და ამ ტერიტორიებზე რუსეთის ათასობით ჯარისკაცისა და მესაზღვრის უკანონო ყოფნა.

„ასევე აღნიშნულია, რომ 300 000 იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი ვერ ახერხებს დაბრუნებას საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე და უხეშად ირღვევა მათი საკუთრების უფლება. აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გრძელდება ხელოვნური ბარიერების და მავთულხლართების გავლება და შედეგად სასოფლო სამეურნეო მიწებზე, წყლის მიწოდებასა და სასაფლაოებზე წვდომა შეზღუდულია. ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, მათ შორის, საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან. ხაზგასმულია, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვამ კიდევ უფრო დაამძიმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოსახლეობის მდგომარეობა, განსაკუთრებით ეს ეხება გალის მოსახლეობის, საიდანაც ბავშვები ქართულ სკოლებში განათლების მისაღებად ყოველდღიურად კვეთდნენ საოკუპაციო ხაზს. აღნიშნულია, რომ ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა ცხინვალის რეგიონის სკოლებსა და საბავშვო ბაღებშიც. ანგარიშში ასევე საუბარია მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგებზე აფხაზეთის რეგიონში იმ პირობებში, როცა გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის პედაგოგებმა თუ მოსწავლეებმა არ იციან რუსული ენა. ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაცია. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილებულია გალის რაიონში არსებულ რთულ მდგომარეობაზე. აღნიშნულია, რომ ე.წ. დოკუმენტების მხრივ არსებული გაურკვეველი ვითარება აისახება გალის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დამატებით შეზღუდვაზე”, - განაცხადა დავით დონდუამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ყურადღება ეთმობა ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საოკუპაციო რეჟიმმა შეაჩერა საქმის მსვლელობა და ხაზგასმულია, რომ საქართველოს ძალისხმევის შედეგად მკვლელი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაზე იმყოფება.

„ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები ზღუდავენ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ჰუმანიტარული ორგანიზაციების წვდომას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების კუთხით,“ - განაცხადა დავით დონდუამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული განვითარების ძირითადი მიმართულებები, მათ შორის 2016 და 2017 წელს გამართული არჩევნები, არჩევნების პირობებში არსებული თავისუფალი მედიაგარემო და აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. დავით დონუდამ აღნიშნა, რომ ანგარიშში ხაზგასმულია ის პროგრესი, როემლიც მიღწეულია ციხეებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც განპირობებულია, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული ღონისძიებებით.

მინისტრის მოადგილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი, ტრადიცულად, მიუთითებს ხარვეზებზეც, რომელთა აღმოფხვრაც დამატებითი ძალისხმევას მოითხოვს.

“ანგარიშში ასევე ტრადიციულად მოყვანილია, ოპონენტების მოსაზრებები რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოდგენილია სწორედ, როგორც ოპონენტთა მოსაზრება და არა სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მთლიანობაში სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია და ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს, საქართველოში ადამიანების უფლბების დაცვის კუთხით არსებულ გარემოსთან მიმართებით პოზიტიურ დამოკიდებულებას გამოხატავს,“ - განაცხადა დავით დონდუამ, რომლის კომენტარსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 651
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია