დაისვენე კურორტ ახალდაბაში
არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტს აქვს კარგი შესაძლებლობა, კონსტრუქციული როლი ითამაშოს პარლამენტის მხრიდან ვენეციის კომისიასთან აღებული პირობის სწრაფად განხორციელებაში
ავტორი:
2017/სექტემბერი/27 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/talakvadze10.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454654-archil-thalakvadze-prezidents-aqvs-kargi-shesadzlebloba-konstruqciuli-roli-ithamashos-parlamentis-mkhridan-veneciis-komisiasthan-aghebuli-pirobis-stsrafad-gankhorcielebashi.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტს აქვს კარგი შესაძლებლობა, კონსტრუქციული როლი ითამაშოს პარლამენტის მხრიდან ვენეციის კომისიასთან აღებული პირობის სწრაფად განხორციელებაში", "datePublished": "2017-09-27 14:07:07", "dateModified": "2017-09-27 14:07:07", "description": "ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ, საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების ფორმატში შეხვედრისათვის, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/talakvadze10.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ, საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების ფორმატში შეხვედრისათვის, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

“გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს შესთავაზა, რომ თუკი ის საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს გამოყენებას აპირებს, ხომ არ შეიძლება ვეტოში ის ორი საკითხი იყოს ასახული, რაზეც პარლამენტსა და ვენეციის კომისიას შორის შეთანხმება შედგა - ეს არის ერთჯერადად, 2020 წლის არჩევნებისთვის, საარჩევნო ბლოკების დატოვება და პროპორციული არჩევნებისთვის ბონუსის სისტემის გაუქმება. დღეს ამას პრეზიდენტი გამოეხმაურა. მან კონსულტაციების გამართვის სურვილი გამოთქვა. ჩვენ მზად ვართ საპარლამენტო უმრავლესობისა და პრეზიდენტის შეხვედრის ფორმატში კონსულტაციებისთვის. პრეზიდენტს აქვს კარგი შესაძლებლობა, კონსტრუქციული როლი ითამაშოს პარლამენტის მხრიდან ვენეციის კომისიასთან აღებული პირობის სწრაფად განხორციელებაში. ჩვენ გვაქვს მექანიზმი, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ეს პირობა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მოხდება ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება, მაგრამ თუკი ამ შემთხვევაში ვეტო იქნება გამოყენებული, ამ მიზნისთვის ყველა მხარე მოიგებს. ეს პრეზიდენტის მხრიდან უდაოდ პოზიტიური ნაბიჯი იქნება“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, ასეთი შეხვედრის გამართვის შემთხვევაში, მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ “როცა უმრავლესობის მხრიდან საუბარია პრეზიდენტთან შეხვედრის მზაობაზე, ეს პირველ რიგში, პარლამენტის თავმჯდომარესთან არის შეთანხმებული“.

“თუ ფორმატზე შევთანხმედებით, მოგვიანებით გახდება ცნობილი, ვინ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას“, - დასძინა არჩილ ჩალაკვაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 652
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია