დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
21 არასამთავრობო ორგანიზაცია ცესკო-ს მიმართავს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/16 12:30:02
21 არასამთავრობო ორგანიზაცია ცესკო-ს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეოგადაღების წესთან დაკავშირებული დადგენილების გაუქმებას სთხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და ცესკო-ს 2012 წლის 24 სექტემბერის იმ დადგენილებაზე ისაუბრეს, რომელიც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების წესს განსაზღვრავს.
როგორც საია-ს ხელმძღვანელმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, დადგენილება საარჩევნო უბნებზე გადაღების ისეთ შეზღუდვებს აწესებს, როგორიცაა მაგალითად წესი, რომლის თანახმადაც, გადაღება უნდა წარმოებდეს ნებისმიერი სუბიექტიდან, ან ობიექტიდან 3 მეტრით დაშორებული მანძილიდან. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კამერით გადაადგილდება, ან ტოვებს შენობას, კარგავს კენჭისყრის შენობაში განმეორებით შესვლისა და ფოტო-ვიდეოგადაღების წარმოების უფლებას.
კოჟორიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები დადგენილების მიღების დღიდან მოყოლებული მოითხოვენ მის გაუქმებას, რადგან დადგენილება მნიშვნელოვნად ზღუდავს და აფერხებს არჩევნების მიმდინარეობის დღეს საარჩევნო პროცესის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.
მისივე განცხადებით, ცესკო-ს დღემდე არ მიუღია დადგენილების გაუქმების გადაწყვეტილება.
როგორც ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, 15 ოქტომბერს, კოალიციის "მედიის ადვოკატირებისთვის" და კოალიციის "არჩევანის თავისუფლებისთვის" წარმომადგენლები ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდნენ და კენჭიყრის დღეს შენობაში ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოების მოსაწესრიგებლად ალტერნატიული წინადადებები წარუდგინეს.
მათი თქმით, წინადადებები დადგენილებაში ისეთი ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, რომელიც მედიის წარმომადგენლებს შეუფერხებლად საშუალებას მისცემს, გადაიღონ კენჭისყრის დღეს მათთვის საინტერესო მოვლენები და ამავდროულად უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების თქმით, ალტერნატიულ წინადადებაზე მუშაობისას გათვალისწინებულ იქნა ყველა ის დაბრკოლება, რომელიც მედიის წარმომადგენლებს შეექმნათ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას.
მათი განცხადებით, ამ დაბრკოლებების აღმოფხვრა აუცილებელია საარჩევნო პროცესის სრულყოფილად გასაშუქებლად.
ამასთან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, მხედველობაში იქნა მიღებული საარჩევნო ადმინისტრაციების შეფერხების გარეშე მუშაობის უზრნველყოფის საჭიროება.
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ცესკო-ს, გააუქმოს დადგენილება, ან ჩვენს მიერ წარდგენილი წინადადებების შესაბამისად შეცვალოს დადგენილება. საქართველოს საარჩევნო კოდექსით ისედაც არის დარეგულირებული კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა უფლება-მოვალეობანი და დამატებითი შეზღუდვების არსებობით მედიას ხელი შეეშლება უმნიშვნელოვანესი ფუნქციის განხორციელებაში", - აღნიშნეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
აღნიშნული დადგენილების გაუქმებას ცესკო-ს 21 არასამთავრობო ორგანიზაცია სთხოვს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1045
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია