დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/16 10:30:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი ბრუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში , სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს და ხაზი გაესვა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარების მნიშვნელობას.
თავის მხრივ, ჯეიმს აპატურაიმ დაადასტურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მზაობა, განაგრძოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.
"საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა დაჩქარდეს ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაცია. ამ მხრივ, ჩვენ გვაქვს ნატო-ს წევრი ქვეყნების სრული მხარდაჭერა, ისევე როგორც ნატო-ს ხელმძღვანელობის მხრიდან. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ სამიტზე საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ნაბიჯები, საქართველოს მოსახლეობის სწრაფვა, რომ საქართველო გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ადეკვატურად იქნება ასახული ნატო-ს გადაწყვეტილებებში", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ალექსი პეტრიაშვილმა შეხვედრა ნატო-ში გერმანიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილესთან ჰერბერტ ზალბერთანაც გამართა.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მარშალის ფონდში დაგეგმილ დისკუსიაში, 17 ოქტომბერს კი სიტყვით გამოვა კრანს-მონტანას საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1188
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია