დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ხვალ, ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე ტორბიორნ იაგლანდის ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში" განიხილება
ავტორი:
2018/აპრილი/17 22:30:02
../photo/2015_02/00-1IVLIS-2014/iaglandi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488531-khval-evrosabtcos-ministrtha-moadgileebis-komitetis-skhdomaze-torbiorn-iaglandis-angarishi-qkonfliqti-saqarthveloshiq-ganikhileba.html", "headline": "ხვალ, ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე ტორბიორნ იაგლანდის ანგარიში - "კონფლ...", "datePublished": "2018-04-17 18:29:49", "dateModified": "2018-04-17 18:29:49", "description": "ხვალ, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1314-ე სხდომაზე, ევროპის საბჭოს გენერალური მდი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1IVLIS-2014/iaglandi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ხვალ, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1314-ე სხდომაზე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის მე-17 კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში" განიხილება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ანგარიში მოიცავს პერიოდს 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით. ანგარიშის განხილვას დაესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.

უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭო განაგრძობს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ ვალდებულებების მონიტორინგს, რომლებიც უკავშირდება 2008 წლის ომის შედეგებს და ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

„კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს საქართველოს დელეგაციას აქვს სრული მხარდაჭერა წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ისინი გამოხატავენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მხარს უჭერენ კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალშიც გაგრძელებას. სხდომაზე გაკეთდება ევროკავშირისა და სუამ-ის სახელით განცხადებები“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენისას, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი. თავის გამოსვლაში მინისტრის პირველი მოადგილე ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებებს“, რაც საქართველოს მხრიდან განიხილება როგორც ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი. დავით ზალკალიანი ასევე ისაუბრებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში არსებულ მიმდინარე საკითხებზე და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ადამიანის უფლებათა კომისართან და ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია