დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანრი ოხანაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობას არც ერთ ოპოზიციურ პარტიასთან გარიგება არ სჭირდება, მითუმეტეს, „ევროპულ საქართველოსთან“
ავტორი:
2018/აპრილი/17 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/oxanashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488395-anri-okhanashvili-saparlamento-umravlesobas-arc-erth-opoziciur-partiasthan-garigeba-ar-stcirdeba-mithumetes-evropul-saqarthvelosthan.html", "headline": "ანრი ოხანაშვილი - საპარლამენტო უმრავლესობას არც ერთ ოპოზიციურ პარტიასთან გარიგება არ სჭირდება, მითუმ...", "datePublished": "2018-04-17 07:46:16", "dateModified": "2018-04-17 07:46:16", "description": "„ქართული ოცნების“ დეპუტატის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების თაობაზე გადა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/oxanashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ქართული ოცნების“ დეპუტატის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილებებს გაუაზრებლად იღებს და საზოგადოებამ მის მიმართ ნდობა დაკარგა.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სწორედ პრეზიდენტის გაუაზრებელი გადაწყვეტილებების შედეგების გადაფარვას ცდილობს მისი ადმინისტრაცია, როცა „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ ახალ საკონსტიტუციო უმრავლესობად ფორმირებაზე საუბრობს.

„პრეზიდენტი იღებს გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს და ამ გაუაზრებელი გადაწყვეტილებებით გამოწვეული შედეგების გადაფარვას ცდილობენ, როცა ამბობენ, რომ თითქოს რაღაც ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობა იქმნება. საპარლამენტო უმრავლესობას არც ერთ ოპოზიციურ პარტიასთან გარიგება არ სჭირდება, მითუმეტეს, „ევროპულ საქართველოსთან“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით. „სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის გამაერთიანებელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა“, - განაცხადა აბაშიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 495
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია