დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - მიუხედავად ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის შემაშფოთებელი რაოდენობისა, საქართველო ათასობით საერთაშორისო მიგრანტის მიღებას განაგრძობს
ავტორი:
2018/მარტი/25 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kobaxidze33.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/485009-irakli-kobakhidze-miukhedavad-asobith-athasi-idzulebith-gadaadgilebuli-pirisa-da-ltolvilis-shemashfothebeli-raodenobisa-saqarthvelo-athasobith-saerthashoriso-migrantis-mighebas-ganagrdzobs.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - მიუხედავად ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის შემაშფოთებელი ...", "datePublished": "2018-03-25 15:20:22", "dateModified": "2018-03-25 15:20:22", "description": "საქართველომ მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მხარდასაჭერად, ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kobaxidze33.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველომ მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მხარდასაჭერად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფორუმზე, რომლის მთავარი თემაა “გლობალური რეჟიმის გაძლიერება მიგრანტთა და ლტოლვილთათვის: მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის გადაწყვეტის საჭიროება“, პარლამენტის თავმჯდომარემ მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
“მიუხედავად ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილთა შემაშფოთებელი რაოდენობისა, საქართველო მაინც განაგრძობს ათასობით საერთაშორისო მიგრანტის მიღებას. საქართველომ 2015 წელს - 1 449, 2016 წელს - 947, ხოლო 2017 წელს - 951 თავშესაფრის მაძიებელი მიიღო. დღესდღეობით, საქართველოს ჰყავს 1 477 საერთაშორისო დაცვის ქვეს მყოფი პირი, რომელთაგან 450 ლტოლვილია, ხოლო 1 027 კი ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მხარდასაჭერად და საქართველოს მიერ ინსტიტუციონალური, ნორმატიული და პრაქტიკული ინსტრუქციების განხორციელება ევროკავშირის მიერ დადებითად შეფასდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 868
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია