დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შოთა რეხვიაშვილი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
ავტორი:
2018/აპრილი/13 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/rexviashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/487899-shotha-rekhviashvili-diasporisa-da-kavkasiis-sakithkhtha-komitetis-skhdomaze-sityvith-gamovida.html", "headline": "შოთა რეხვიაშვილი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა", "datePublished": "2018-04-13 12:31:33", "dateModified": "2018-04-13 12:31:33", "description": "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/rexviashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებს დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამა, სახელმწიფოს დაფინანსებით, 2015 წლიდან ამოქმედდა და წელს მისი ბიუჯეტი 650 000 ლარს შეადგენს. პროგრამა სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალური პროექტების დაფინანსებას, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, უფასო სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების დაფინანსებასა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განცხადებით, 2017 წლიდან პროგრამა საქართველოს მთელ ტერიტორიას ფარავს და სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა მომართვიანობა წლიდან წლამდე იზრდება.

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა და მათი რეკომენდაციები მოისმინა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 788
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია