დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჩინეთი და საქართველო სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმების გაფორმების დასრულების მიზნით, საქართველოს ჩინეთის დელეგაცია ესტუმრება
ავტორი:
2018/აპრილი/13 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/chinaaaa.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/487857-chinethi-da-saqarthvelo-sakhmeletho-transportis-sferoshi-thanamshromlobaze-shethankhmebis-gaformebis-dasrulebis-miznith-saqarthvelos-chinethis-delegacia-estumreba.html", "headline": "ჩინეთი და საქართველო სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმების გაფორმების დასრულების...", "datePublished": "2018-04-13 10:15:16", "dateModified": "2018-04-13 10:15:16", "description": "ჩინეთი და საქართველო სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმების გაფორმების დასრულების...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/chinaaaa.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩინეთი და საქართველო სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმების გაფორმების დასრულების მიზნით ივნისში საქართველოს ჩინეთის დელეგაცია ესტუმრება, - აღნიშნულ შეთანხმებას მიაღწიეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ლი სიაოპინმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე.

ჩინეთის მინისტრის განცხადებით, ივნისში საქართველოში ჩინეთის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ქართული მხარის წარმომადგენლებთან და მოამზადებს წინადადებებს შეთანხმებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეთანხმების გაფორმება და ამოქმედება წაახალისებს საქართველოსა და ჩინეთს შორის ყველა სატრანსპორტო საშუალებით სატვირთო გადაზიდვების განვითარებას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 555
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია