დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ ჯანელიძე - ყველაფერს ვაკეთებთ, აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან შერიგების ახალი შესაძლებლობების გაჩენისთვის
ავტორი:
2018/აპრილი/06 10:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/486996-mikheil-janelidze-yvelafers-vakethebth-afkhaz-da-os-thanamoqalaqeebthan-sherigebis-akhali-shesadzleblobebis-gachenisthvis.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე - ყველაფერს ვაკეთებთ, აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან შერიგების ახალი შესაძლებლობების ...", "datePublished": "2018-04-06 05:58:35", "dateModified": "2018-04-06 05:58:35", "description": "ჩვენ რუსეთის კეთილ ნებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული და ვერ დაველოდებით მის ნაბიჯებს. ჩვენი მხრივ, ყვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ რუსეთის კეთილ ნებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული და ვერ დაველოდებით მის ნაბიჯებს. ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გამოიძებნოს ხიდები, გამოიძებნოს შესაძლებლობები ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჯანელიძის თქმით, პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის დიდი პაკეტი, რომელიც გულისხმობს ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს, ახალ შესაძლებლობებს განათლების მიმართულებით და ასევე ახალ შესაძლებლობებს ვიზა ლიბერალიზაციით სარგებლობის მიმართულებით და გადაადგილების მიმართულებით.

„საქართველოს მთავრობას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება აღებული, რომელსაც ყოველგვარი ბარიერების მიუხედავად ძალიან მიზანმიმართულად ახორციელებს - კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას მრავალი მიმართულება აქვს. პირველ რიგში საჭიროა, რომ რუსეთმა მოახდინოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ხელი არ შეუშალოს და მისცეს საშუალება საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შედგეს რეალური შერიგების პროცესი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთის კეთილ ნებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული და ვერ დაველოდებით მის ნაბიჯებს. ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გამოიძებნოს ხიდები, გამოიძებნოს შესაძლებლობები ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან შერიგების ახალი შესაძლებლობების გაჩენისთვის.

სწორედ ამის გამო, პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები. ეს არის დიდი პაკეტი, რომელიც გულისხმობს ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს, გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს განათლების მიმართულებით და ასევე ახალ შესაძლებლობებს ვიზა ლიბერალიზაციით სარგებლობის და გადაადგილების მიმართულებით. ეს ვფიქრობთ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს, არიან ოკუპაციის წნეხის ქვეშ და შეზღუდული აქვთ ბევრი შესაძლებლობა სწორედ ამ ოკუპაციის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებული ტერიტორიების მაქსიმალურ იზოლაციას ახდენს, ეს გამოხატულია, თუნდაც გადასასვლელების დახურვით საოკუპაციო ხაზზე თუ სხვა შეზღუდვებით, რომელიც უწესდებათ იქ მცხოვრებ ადამიანებს. მაგრამ ჩვენ ჩვენი მხრივ გვინდა, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი რათა ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიიღონ ახალი შესაძლებლობები, რაც გააჩენს მეტ ნდობას და გააჩენს შესაძლებლობებს მათი შერიგებისთვის და ახალი ნაბიჯებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 650
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია