დაისვენე კურორტ ახალდაბაში
აშშ-ს დამოუკიდებლობის 238-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
ავტორი:
2014/ივნისი/25 11:00:02
საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, დღეს ქუთაისის #17 საჯარო სკოლა აშშ-ს დამოუკიდებლობის 238-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები განათლების სამინისტროსა და PH-International-თან ერთად განხორციელებული წარმატებული პროექტების პრეზენტაციის შემდეგ პერფომანსს I have a dream გამართავენ, რომლითაც შეერთებული შტატების ისტორიას გააცოცხლებენ. შესრულდება კლასიკური და ჯაზური კომპოზიციები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია.
ღონისძიების სტუმრები იქნებიან: დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ბრიტანეთის საბჭო, საქართველოს განათლების სამინისტრო, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ხელმძღვანელობა, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის და პროექტის "კინო სკოლაში" დირექტორები, თეატრალური საზოგადოება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1005
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია