დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აკაკი ზოიძე - ვალდებულებები გვაქვს იმ ფასეულობების მიმართ, რის გამოც ამომრჩეველმა აგვირჩია – თუკი ამ ფასეულობებში განსხვავებები შეიქმნა, მერე წესიერმა ადამიანმა უნდა დატოვოს უმრავლესობა
ავტორი:
2018/აპრილი/05 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/zoidze_1a96b.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/486907-akaki-zoidze-valdebulebebi-gvaqvs-im-faseulobebis-mimarth-ris-gamoc-amomrchevelma-agvirchia--thuki-am-faseulobebshi-ganskhvavebebi-sheiqmna-mere-tsesierma-adamianma-unda-datovos-umravlesoba.html", "headline": "აკაკი ზოიძე - ვალდებულებები გვაქვს იმ ფასეულობების მიმართ, რის გამოც ამომრჩეველმა აგვირჩია – თუკი ამ...", "datePublished": "2018-04-05 11:28:53", "dateModified": "2018-04-05 11:28:53", "description": "ჩვენ გვაქვს ვალდებულებები იმ ფასეულობათა მიმართ, რის გამოც ამომრჩეველმა “ქართული ოცნება” აირჩია – თუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/zoidze_1a96b.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ გვაქვს ვალდებულებები იმ ფასეულობათა მიმართ, რის გამოც ამომრჩეველმა “ქართული ოცნება” აირჩია – თუკი ამ ფასეულობებში განსხვავებები შეიქმნა, მერე წესიერმა ადამიანმა უნდა დატოვოს უმრავლესობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა.

ამასთან, ზოიძე ამბობს, რომ უმრავლესობაში მშვიდობაა და უმრავლესობაში ისევე, როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმში, მიმდინარეობს პროცესები.

“ადამიანებს აქვთ საკუთარი შეხედულებები და დამოკიდებულებები მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ, მაგრამ ეს ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნის საფუძველი არ არის. ყველას აქვს საკუთარი აზრი და არა მგონია, რომ უმრავლესობის შიგნით რაიმე სისტემური პრობლემა იყოს. ის, რაც გუშინ გაჟღერდა, არის ცალკეული ადამიანების დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ, ზოგიერთი მათგანი არის ცოტა ემოციური, ცოტა დაჩქარებული, მაგრამ ეს არის თითოეულის პირადი საქმე”, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გუშინ პარლამენტმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ პოზიციაზე უმცირესობის კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძე აირჩია. პარლამენტის გადაწყვეტილება გააპროტესტა გედევან ფოფხაძემ, რომელმაც უმრავლესობიდან გასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 651
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია