დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვახტანგ ხმალაძე კეზერაშვილის დაკავების ფაქტის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებას გულუბრყვილობად აფასებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/15 14:00:02
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე საფრანგეთში დავით კეზერაშვილის დაკავების ფაქტის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებას გულუბრყვილობად აფასებს და აღნიშნავს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი საფრანგეთის პოლიციის მიერ არის დაკავებული.
ვახტანგ ხმალაძის თქმით, პირადად ის კეზერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით იმაზე მეტ ინფორმაციას არ ფლობს რაც მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება. ხმალაძე აცხადებს, რომ კეზერაშვილზე ზოგადად გამოცხადებული იყო ძებნა და სავარაუდოდ, მისი დაკავებაც ამის საფუძველზე მოხდა.
"როგორ ფიქრობთ, საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დავით კეზერაშვილი იმიტომ დააკავეს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება და ვიღაცას ეს ახლა სჭირდება? ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, თუკი ფიქრობს, რომ რომელიმე ქვეყნის, მით უფრო, ისეთი ქვეყნის ხელისუფლება, როგორიც საფრანგეთია, საქართველოს ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვახტანგ ხმალაძემ.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს. კეზერაშვილის დაკავების ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ამ თემაზე ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.
დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ საქმეები განხილვის პროცესშია.
დავით კეზერაშვილს პროკურატურა ორ ეპიზოდში ედავება - ე.წ. სპირტის კონტრაბანდის და ტელეკომპანია "იმედის" გასხვისების საქმეებზე, სადაც კეზერაშვილი დედაქალაქის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1159
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია