დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მანანა კობახიძე ჟენევაში, "ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კონვენციის შესრულების ანგარიშს წარადგენს
ავტორი:
2014/ივლისი/06 20:30:02
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე და საბჭოს წევრები გუგული მაღრაძე და ვიქტორ დოლიძე 8 ივლისს, ჟენევაში, საქართველოს მთავრობის მიერ "ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად, კონვენციის შესრულების შესახებ წარდგენილი გაერთიანებული ანგარიშების განხილვას დაესწრებიან.
საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე, სხდომის დასაწყისში, კონვენციის შესრულებისას არსებული გამოწვევებისა და დანერგილი სიახლეების შესახებ მოხსენებას წარადგენს.
საქართველოს მთავრობის მიერ წადგენილი გაერთიანებული ანგარიში საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კოორდინაციით შემუშავდა.
საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ანგარიშის განხილვას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია