დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბიზნეს სექტორის 60-მდე წარმომადგენელი პარლამენტის წევრებს შეხვდა
ავტორი:
2018/აპრილი/02 12:30:02
../photo/2015_02/00-OQT-2013/undp-logo-300x300_3d3f1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/486262-biznes-seqtoris-60-mde-tsarmomadgeneli-parlamentis-tsevrebs-shekhvda.html", "headline": "ბიზნეს სექტორის 60-მდე წარმომადგენელი პარლამენტის წევრებს შეხვდა", "datePublished": "2018-04-02 08:43:34", "dateModified": "2018-04-02 08:43:34", "description": "ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის თაობაზე რეკომენდაციებისა და მოსაზრებების წარსადგენ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-OQT-2013/undp-logo-300x300_3d3f1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის თაობაზე რეკომენდაციებისა და მოსაზრებების წარსადგენად ბიზნეს სექტორის 60-მდე წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის წევრებს შეხვდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ გაეროს განვითარების პროგრამის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს ინიციატივით, ასევე ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით გაიმართა.

“საქართველომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია საკანონმდებლო ღიაობის სფეროში. საზოგადოების ფართო წრეებთან, მათ შორის ბიზნეს სექტორთან, თანამშრომლობა საკვანძო საკითხია ეფექტიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, რომლითაც ჩვენ მომავალი ორი წლის მანძილზე ვიხელმძღვანელებთ“, - პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ირინა ფრიუძემ.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიზნესის როლი ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვაში, რომელიც საპარლამენტო ღიაობას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოს მიღწევები საპარლამენტო ღიაობის საკითხებში 2015 წლიდან დღემდე და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში აღწერილი გამოწვევები.

“ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტს ბიზნესთან სადისკუსიო სივრცის შექმნის საქმეში. ეს პროცესი დადებით შედეგებს მოუტანს როგორც საკანონმდებლო ხელისუფლებას, ასევე კერძო სექტორს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი საინვესტიციო კლიმატისა და ბიზნეს გარემოს განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობის სექტორის კოორდინატორმა, სოფი ჰუეტ გერიშმა.

UNDP -ის ინფორმაციით, პარლამენტის წევრები გაეცნენ საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებულ წინადადებებსა და მოსაზრებებს, რომელიც საქართველოს რვა ქალაქში - თელავში, რუსთავში, მარნეულში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში ჩატარებული საჯარო კონსულტაციების დროს გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო კამპანია ჩატარდა 2018 წლის მარტში ევროკავშირის (EU), UNDP-სა და IDFI-ის ხელშეწყობით.

IDFI-ის პროგრამების დირექტორმა, ლევან ავალიშვილმა, საჯარო კონსულტაციების შედეგები შეაჯამა.

UNDP-ის დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელის საქართველოში, გიგი ბრეგაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის და პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობა.

“ღია მმართველობა მოქალაქეებისა და პოლიტიკის შემოქმედთა დაკავშირების ქმედითი საშუალებაა, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა პლატფორმასა და რესურსს მიმართავს. მთავრობას, პარლამენტს, ადგილობრივ ხელისუფლებას, არასამთავრობო და კერძო სექტორს, აკადემიურ წრეებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს - ყველას თავისი წვლილი შეაქვს ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის დამკვიდრებაში“, - განაცხადა გიგი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, ღია პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 75 ქვეყანას აერთიანებს. მიმდინარე წელს საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყნის როლს ასრულებს და 2018 წლის ივლისში OGP-ის მეხუთე ყოველწლიურ სამიტს უმასპინძლებს. ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ ღია პარლამენტის განვითარებას მათი უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის გამტკიცებას ემსახურება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 565
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია