დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - დაპირება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის არჩევნების შემდეგ დემოკრატიისთვის საფრთხე აღარ იქნებოდა, პირნათლად შესრულდა
ავტორი:
2018/მარტი/31 14:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kobaxidze_435c7.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/486076-irakli-kobakhidze-dapireba-rom-nacionaluri-modzraoba-2016-tslis-archevnebis-shemdeg-demokratiisthvis-safrthkhe-aghar-iqneboda-pirnathlad-shesrulda.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - დაპირება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის არჩევნების შემდეგ დემოკრატიისთვის ს...", "datePublished": "2018-03-31 10:28:45", "dateModified": "2018-03-31 10:28:45", "description": "ჩვენ გავეცით დაპირება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის არჩევნების შემდეგ აღარ იქნებოდა საფრთხე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kobaxidze_435c7.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ გავეცით დაპირება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის არჩევნების შემდეგ აღარ იქნებოდა საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ეს დაპირება პირნათლად იქნა შესრულებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მცხეთაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პირნათლად შესრულდა ის დაპირებები, რომლებიც 2 წლის წინ პარტიის ხელმძღვანელობამ გასცა.

„მაშინ ვსაუბრობდით ჩვენ იმაზე, რომ უნდა გაძლიერებულიყო პარტიის ცენტრალური აპარატი, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა რეგიონული სამსახურის გაძლიერებას და ეს მიზანი იქნა მიღწეული. ასევე, ჩვენ გადავახალისეთ და გავაძლიერეთ პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციები, რის შედეგადაც პარტია უკეთესად მოემზადა საპარლამენტო არჩევნებისთვის და ამ არჩევნებს შეხვდა სათანადოდ მომზადებული. ასევე, განახლდა პარტიის პოლიტიკური გუნდი. არჩეულ იქნა ახალი თავმჯდომარე ყრილობის შედეგად. ასევე, „ქართული ოცნება“ წარსდგა განახლებული გუნდით საპარლამენტო არჩევნებში, რაც გახდა ჩვენი საარჩევნო წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ასევე, აღმოჩნდა, რომ დაიშალა კოალიცია „ქართული ოცნება“ და პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებლად, რაც ასევე გახდა ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწინდარი. ძალიან კარგად დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანიის და რაც მთავარია, მოსახლეობის თანადგომის შედეგად, ჩვენ მოვახერხეთ და მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ მაშინ გავეცით დაპირება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნების შემდეგ აღარ იქნებოდა საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ეს დაპირება პირნათლად იქნა შესრულებული. ასევე, მინდა, ცალკე ხაზგასმით აღვნიშნო მცხეთაში ჩვენი - ბატონი დიმიტრი ხუნდაძის გამარჯვება. მაჟორიტარულ არჩევნებში ამ გამარჯვებამ დაამტკიცა, რომ არჩევნებს იგებს არა ფული, არამედ იგებს კომპეტენტურობა, იგებს გაკეთებული საქმეები და ზუსტად ეს გამოაჩინა იმ არჩევნებმა, რომელშიც ჩვენ გავიმარჯვეთ კონკრეტულად მცხეთის მუნიციპალიტეტში. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად ამ პარტიული რეფორმების შედეგად, ჩვენ 2017 წელს მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მცხეთაში დღეს მუნიციპალიტეტის მიერ ყველა ფუნქციის სათანადოდ განხორციელებაა უზრუნველყოფილი. დღეს მუნიციპალიტეტი სათანადოდ და შეუფერხებლად ემსახურება თავის მოსახლეობას. ეს იყო ის გაცემული დაპირებები, რომლებიც გასული 2 წლის განმავლობაში შესრულდა და ბუნებრივია, ამ დაპირებების შესრულება იქნებოდა შეუძლებელი ჩვენი ერთად დგომის გარეშე და მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თანადგომისთვის“ ,- განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია