დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ხუხაშვილი - ყვავ-ყორნებზე რომ საუბრობდა პრემიერი, ალბათ თავი დაჭრილ არწივად წარმოიდგინა, თუმცა კვირიკაშვილი არწივზე ვერ ქაჩავს
ავტორი:
2018/მარტი/31 09:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/xuxashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/486006-gia-khukhashvili-yvav-yornebze-rom-saubrobda-premieri-albath-thavi-datcril-artsivad-tsarmoidgina-thumca-kvirikashvili-artsivze-ver-qachavs.html", "headline": "გია ხუხაშვილი - ყვავ-ყორნებზე რომ საუბრობდა პრემიერი, ალბათ თავი დაჭრილ არწივად წარმოიდგინა, თუმცა კ...", "datePublished": "2018-03-31 05:37:37", "dateModified": "2018-03-31 05:37:37", "description": "ყვავ-ყორნებზე რომ საუბრობდა პრემიერი, ალბათ თავი დაჭრილ არწივად წარმოიდგინა, თუმცა კვირიკაშვილი არწი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/xuxashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ყვავ-ყორნებზე რომ საუბრობდა პრემიერი, ალბათ თავი დაჭრილ არწივად წარმოიდგინა, თუმცა კვირიკაშვილი არწივზე ვერ ქაჩავს, სხვა ფრინველს შეიძლება მივამსგავსოთ, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი მოსაზრებით, ამ შედარებით კვირიკაშვილმა აღიარა, რომ ალავიძის გაშვებამ მასზე მტკივნეულად იმოქმედა. ხუხაშვილის განცხადებით, ზურაბ ალავიძე პირადად კვირიკაშვილის კადრია და იმ შემთხვევაში თუ აუდიტი რაიმე ტიპის დარღვევას აღმოაჩენს ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილი მინისტრის საქმიანობაში, ეს მოქმედი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ შესაძლოა დამატებით კომპრომატად იქცეს.

“ყვავ-ყორნებზე რომ საუბრობდა პრემიერი, ალბათ თავი დაჭრილ არწივად წარმოიდგინა, თუმცა კვირიკაშვილი არწივზე ვერ ქაჩავს, სხვა ფრინველს შეიძლება მივამსგავსოთ. ვის გულისხმობდა ყვავ-ყორანში, ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ თავის თავს გულისხმობდა ის დაჭრილ არწივში და ეს არის მთავარი. ალავიძე მისი კადრია და თუ აუდიტმა აღმოაჩინა, რომ იქ პრობლემები იყო, ეს კომპრომატია კვირიკაშვილზე. მე სხვა თემებიც მეგულება, რაც შეიძლება დაგროვდეს. მაგალითად, კითხვები მაქვს ანაკლიის პორტის საკითხზე, თუ როგორ შეიძლება კომერციული პროექტი უცბად აღმოჩენილიყო საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ პატარა ბიჭები არ ვართ და ვხვდებით, რომ ეს ნიშნავდა ირიბი გარანტიების გაცემას კერძო სუბიექტზე, რომლითაც მან ბანალურად უნდა მოიზიდოს ფული“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების ფონზე პოსტს პრემიერ-მინისტრიც დატოვებს, თავად პრემიერი გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ის მინიმუმ რამდენიმე წელი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
„მინდა ის ადამიანები დავარწმუნო, ვინც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე ტაიმერი აქვთ დაყენებულ, ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 621
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია